ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის (GGSB) წევრები გერმანიიდან: (იულიხის კველევითი ცენტრი (FZJ), დარმშტადტის მძიმე იონების ჰელმოლც ცენტრი (GSI), დრეზდენ-როსენდორფის ჰელმოლც ცენტრი (HZDR), და საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების კონსორციუმი: (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი (AUG), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU), ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU)) – ერთობლივად გამართავენ მე - 10 ქართულ-გერმანულ სკოლა-სემინარს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (GGSWBS 2024) 2024 წლის 9-13 სექტემბრის ჩათვლით.
საიუბილეო ღონისძიებებს უმასპინძლებენ ქ. თბილისში (9-10 სექტემბერი) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, და ქ. ქუთაისში (11-13 სექტემბერი) ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ღონისძიება - „GGSB-ს პირველი 20 წელი და მისი SMART|Lab-ების მიღწევები“ ეძღვნება GGSB-ს 20 წლის იუბილეს. ერთკვირიანი Science Fest-ის ფარგლებში შეჯამდება მეცნიერების, განათლების, პერსონალური და კულტურული გაცვლითი პროგრამების მიღწევები ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.
მეცნიერების ფესტივალი მოიცავს ორ ნაწილს: (i) GGSB-ის სტატუსი და მომავლის ხედვა: თანამშრომლობის ისტორია და ძირითადი მიღწევები წარმოდგენილი იქნება თსუ-ში და სტუ-ში, სამომავლო გეგმებისა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრასთან ერთად. (ii) სამეცნიერო სემინარი გაიმართება ქუთაისში (ქსუ). ქართველი სტუდენტები და მოწვეული უცხოელი ექსპერტები წარმოადგენენ GGSB-ის ფარგლებში მიღწეული ერთობლივი კვლევის შედეგებს და წაიკითხავენ მოხსენებებს, ლექციების კურსს ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა - ადრონული თერაპია, სამედიცინო გამოსახულებათა ვიზუალიზაცია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აპლიკაციები მეცნიერებაში და ა.შ.
ღონისძიების პროგრამა იხილეთ ვებგევრდზე: